პროექტები


1.სასწავლო პროექტი: ოზურგეთის უძველესი ბინადრები
2. პროექტის აღწერა: მოსწავლეები მოიპოვებენ სხვადასხვა სახის ინფორმაციას ოზურგეთის ტერიტორიაძე არსებული უძველესი ნამოსახლარების შესახებ. რის შემდეგაც გააკეთებენ პრეზენტაციას.
3. პროექტის სრული აღწერა: მოსწავლეებს აინტერესებთ საკუთარი კუთხის, ქალაქის ისტორია. კერძოდ როდის დასახლდა პირველად ადამიანი ოზურგეთის ტერიტორიაზზე.რა გამოცდილება ,რა ცოდნა გააჩნდა მათ, რითი გავდნენ ან განსხვავდებოდნენ სხვა რეგიონის, ქვეყნის მკვიდრთაგან.პროექტის ფარგლებში მოსწავლეები ითანამშრომლებენ ბიბლიოთეკასთან,მხარეთმცოდნეობის მუზეუმთან,მოიპოვებენ მასალას ინტერნეტში.ისინი მოპოვებულ ინფორმაციას დაამუშავებენ, დაახარისხებენ და არსებული ცოდნის გამოყენებით შეძლებენ დასკვნების გაკეთებას.

4 მონაწილეთა ასაკი: 11 კლასი
5 ვადები და ხანგრძლივობა: ორი კვირა
6 აქტივობა კლასში:პრობლემის განსაზღვრა
საპროექტო ჯგუფების შექმნა
საჭირო რესურსების განსაზღვრა
სამუშაოთა განაწილება ჯგუფში
სამუშაო შეხვედრათა განრიგის შემუშავება
შეფასების რუბრიკების შემუშავება
პრეზენტაციის დღის განსაზღვრა..
7 მოსალოდნელი შედეგები-მოსწავლეები მიიღებენ ახალ ცოდნას , განავითარებენ კვლევის, ანალიზის, ჯგუფში მუშაობის, პრეზენტაციის უნარს.ჩამოუყალიბდებათ დამოკიდებულება მშობლიური კუთხის ისტორიის მიმართ.ამასთან ისინი შეძლებენ ლიფლეტის მომზადებას და მოსალოდნელია მათ გააგრძელონ კვლევა საკუთარი ქალაქის ისტორიის შექმნის მიზნით,
8 სარგებელი სხვებისათვის;პრეზენტაციას დაესწრებიან სხვა კლასის მოსწავლები,ვფიქრობთ ეს ხელს შეუწყობსმათ მოტივაციის ამაღლებას და შესაძლოა მათ გააგრძელონ კვლევა.
სამუშაო ენა: ქართული

9 კავშირი სხვა საგნებთან: ისტ-ის, გეოგრაფია.
კავშირი ესგ- სთან გამოუმუშაოს მოსწავლეს ისტირიული ცოდნა,ხელი შეუწყოს პატრიოტ და პასუხისმგებლობის მქონე მოქალაქედ ჩამოყალიბებაში,განუვითაროს მოსწავლეს ინფორმაციის მოპოვება და ორგანიზების, პრობლემის გააზრება და კავშირების დადგენის,კვლევის, თანამშრომლობის უნარი.გაუღრმავოს სამშობლოს სიყვარული.
10 პროექტის ფასილიტატორი--ნანა გაგუა
11ფასილიტატორის ელ,ფოსტა—nanagagu@gmail.com





სასწავლო პროექტის „პროლეტკულტურა" ანუ "როგორ ათვინიერებდნენ მწერლობას" და ხელოვნებას.

Комментариев нет:

Отправить комментарий