მასწავლებელი ნანა გაგუა ოზურგეთის N 3 საჯარო სკოლა
საქართველოს ისტორია მე-9 კლასი
რეფლექსია
წარმოდგენილი
რესურსი PowerPoint-ში გაკეთებული პრეზენტაციაა,17 სლაიდით.თითოეულ სლაიდზე
დატანებულია საგაკვეთილო თმასთან დაკავშირებული
ტექსტი და ფოტო მასალა. მასალას ვიყენებ გაკვეთილის მე-2 ფაზაზე,სანამ მოსწავლეები გაეცნობიან
ტექსტს. კონკრეტულად მინი ლექციის დროს.
რესურსის შექმნა განაპირობა იმან, რომ სახელმძღვანელოს ტექსტი ვრცელია. არაა დაცული ბალანსი
ტექსტსა და ილუსტრაციებს შორის, რაც აღქმას
აძნელებს. ამასთან, საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების პერიოდი განსაკუთრებით
გამოირჩევა ისტორიული ფაქტების სიმრავლით და მოვლენათა დინამიკით. რესურსი მოსწავლეებს დავხმარება აღიქვან და გაიაზრონ
საქართველოს დემოკრატიული რეპუბლიკის ჩამოყალიბების და მოწყობის ძირითადი პრინციპები. დაინახოს კავშირი თანამედროვეობასთან.
ისტ.IX მოსწავლეს შეუძლია დაახასიათოს ქართული სახელმწიფოს
მმართველობითი სტრუქტურები.
შედეგი თვალსაჩინოა
თუ მოსწავლე
·
ახასიათებს და ადარებს შუა საუკუნეების და თანამედროვე საქართველოს მმარათველობის ფორმებსა
და სტრუქტურებს, მსჯელობა მათი ფუნქციების შესახებ.
სამიზნე ჯგუფი---მე-9 კლასის მოსწავლეები. კლასში არ არის სსსმ.მოსწავლე
რესურსი
გათვლილია მთელ კლასზე.
წარმოდგენილი
რესურსი , როგორც უკვე აღვნიშნე გამოვიყენე მინი ლექციის დროს თემაზე -
.’“ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ჩამოყალიბება“
პარ.74 მე-9 კლასი
პარაგრაფის
ტექსტი საკმაოდ ვრცელია.. მოსწავლეებს უძნელდებათ მთავარი საკითხების გამოკვეთა.სტანდარტით მისაღწევი შედეგიდან გამომდინარე ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო მათ გაეაზრებინათ
პირველი პარლამენტის ჩამოყალიბების ეტაპები , მისი მნიშვნელობა, ისიც, თუ
რამდენად დაცული იყო დემოკრატიის პრინციპები--- მრავალპარტიულობა, გენდერული თანასწორობა,
უმცირესობათა უფლებები.რამდენად პროგრესული იყო კონსტიტუცია, ყურადღება გაემახვილებინათ
ხელისუფლების სამ შტოდ დანაწილებაზე. ზოგადად
აქცენტი გაკეთებულიყო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ჩამოყალიბების პერიოდის ძირითად მიღწევებზე გაევლოთ პარალელი თანამედროვეობასთან კონსტიტუციასა
და სახელმწიფოს მოწყობასთან.
მინი
ლექციის შემდეგ გაიმართა მცირე დისკუსია.მოსწავლეებმა გაიხსენეს ყურთლუ არსლანის დასის
გამოსვლა,(პარლამენტის შექმნის პირველი მცდელობა.) ასევე თამარის ეპოქის პოლიტიკოსი ქალები კრავაი
ჯაყელი და ხვაშაქ
ცოქალი. დაინახეს მსგავსება დამოუკიდებელი საქართველოს
პარლამენტს,კონსტიტუციასა და თანამედროვეობას შორის. მოსწავლეებს სურვილი გაუჩნდათ
მოეძიებინათ ინფორმაცია პირველ პარლამენტარ ქართველ ქალებზე.
რესურსი მნიშვნელოვანია
იმით ,რომ შეიძლება გამოვიყენოთ მე-11 კლასში აღნიშნული პერიოდის ისტორიის სწავლებისას.ასევე მოდიფიცირების შემთხვევაში სამოქალაქო განათლებაში,
კონსტიტუციის ან გენდერული თამასწორობის ,ქალთა
უფლებებისათვის ბრძოლასთან დაკავშირებული საკითხების შესწავლისას. კერძოდ, მასწავლებელს
შეუძლია გაამდიდროს ინფორმაცია საჭიროებისამებრ, კონსტიტუციის
მნიშვნელოვანი მუხლებით და ქალ პარლამენტართა მოღვაწეობის ამსახველი დეტალებით. შეიძლება გამოიყენოს ქართული ენისა და ლიტერატურის
მასწავლებელმა მე-12 კლასში, ამავე პერიოდის მწერლობის შესწავლის დროს.
რესურსი პრეზენტაციის
სახით გავაცანი კოლეგებს .მათ გამოთქვეს მოსაზრებები
რესურსის სხვადასხვა თემის სწავლების დროს გამოყენებასთან დაკავშირებით.
სასწავლო რესურსი
„ ფარსადან გორგიჯანიძე“
სასწავლო რესურსი
„ ფარსადან გორგიჯანიძე“
Комментариев нет:
Отправить комментарий